შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხობის მუნიციპალიტეტში შშმ პირის
გაუპატიურებისთვის ერთი პირი დააკავა.
დაკავებული 1961 წელს დაბადებული მამაკაცია.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3
ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის გაუპატიურებას
გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 10-დან 13
წლამდე.