28 ივლისს მარნეულში ელექტროენერგია შეიზღუდება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს, - განმარტავენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 28 ივლისს 10:30-დან 18:00 საათამდე – ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყიზილაჯლო, ჯანდარა, მარნეულში ჯანდარის, 26 მაისი, 300 არაგველის ქუჩებზე.

კომპანიაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

წყარო: tv4.ge
Print