სომხეთის თავდაცვის სამინისტრო - აზერბაიჯანელების თავდასხმის შედეგად 3 სომეხი სამხედრო დაიღუპა
აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 3 სომეხი სამხედრო დაიღუპა, 2 კი -დაიჭრა, - ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის საზღვრის ჩრდილო – აღმოსავლეთით შეტევა 28 ივლისს 03:40 საათზე დაიწყეს“, - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებები და ორმხრივი სროლები კვლავ გრძელდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები