სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევა,
2021 წლის 2 აგვისტოდან დაიწყება და 2021 წლის 25 დეკემბრამდე
გაგრძელდება.
შესაბამისი დადგენილება საკანონდებლო მაცნეზე დღეს გამოქვეყნდა,
რომელსაც ხელს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი
აწერს.
დადგენილების მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის
შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა
მაქსიმალური რაოდენობა 1 400-ით განისაზღვრა, სპეციალურ პენიტენციურ
სამსახურში – 684-ით, შსს-ს მოთხოვნის შესაბამისად, უწყებაში სამხედრო
სავალდებულო სამსახურს 1 395 მოქალაქე გაივლის, სახელმწიფო დაცვის
სპეციალურ სამსახურში კი – 200 მოქალაქე.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა ასაკი 18-დან 27
წლამდეა, და რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო
სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.