თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივი არმიის შექმნას განიხილავენ
თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივი ჯარის შექმნის შესახებ მოლაპარაკებებს მართავენ. ამის შესახებ თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ, მუსტაფა შენთოფმა განაცხადა.

მისი თქმით, ანკარასა და ბაქოს შორის რამდენიმე შეთანხმება არსებობს, რომლის ფარგლებში სამხედრო წვრთნები იმართება.

"ჩვენი იდეა არის ერთი ერი, ორი სახელმწიფო. ასე იქნება ყოველთვის. ამასთან დაკავშირებით ბევრი მოლაპარაკება და შეთანხმება შედგა", - განაცხადა მან.

შენთოფი ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვარზე ვითარების ესკალაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, სასაზღვრო ტერიტორიების მისამართით სროლა რეგიონის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. მან აღნიშნა, რომ თურქეთი აზერბაიჯანს უჭერს მხარს.

"თუ ეს პროვოკაციები არ შეწყდება, მაშინ უფრო მწარე შედეგები გარდაუვალია. მსოფლიო საზოგადოებამ ასევე უნდა მოუწოდოს სომხეთს, შეწყვიტოს პროვოკაციები, რომლებიც საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობას”, - დასძინა მან.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები