სიახლე
ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია
ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში გავიდა.

ბექაურმა ნახევარფინალში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი მიხეილ იგოლნიკოვი დაამარცხა და ასპარეზობას გარანტირებული მედლისთვის განაგრძობს. ფინალში ის ოქრ მედლისთვის გერმანელ ედუარდ ტრიპელს დაუპირისპირდება.

ბექაური არის ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ორგზის გამარჯვებული, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონის ოქროს მედალოსანი, ევროპის ახალგაზრდული თასის ჩემპიონი.

მის მიერ ფინალში მოპოვებული მედალი საქართველოს დელეგაციისთვის მესამე იქნება. წინა ორი მედალიც ქართველ სპორტსმენებს ძიუდოში აქვთ მოპოვებული.

ფინალამდე ბექაურმა ჯამში 4 მოწინააღმდეგეს სძლია.



FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია