საქართველო ხვალ "ფაიზერის" ახალ დოზებს მიიღებს
ხვალ, ქვეყანაში „ფაიზერის“ სერიოზული რაოდენობის დოზები შემოვა. 168 000 დოზა, რომელიც არის ნაყიდი ვაქცინები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მეოთხე ტალღის შეკავების ერთადერთი გზა მასობრივი ვაქცინაციაა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 416 338 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 381 246, გარდაიცვალა 5 793 პაციენტი.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები