გურამ თუშიშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვაგურამ თუშიშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში 100 კგ-ზე მეტ წონით კატეგორიაში ჩეხ მეტოქესთან დმარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ფინალში მოსახვედრად თუშიშვილმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი დაამარცხა.

თუშიშვილის მიერ მოპოვებული მედალი საქართველოს დელეგაციისთვის მეოთხეა. აღსანიშნავია, რომ ოთხივე მედალი საქართველომ სპორტის ამ სახეობაში მოიპოვა. ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორები თუშიშვილთან ერთად გახდნენ ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა ბექაური კი ოლიმპიური ჩემპიონია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები