საქართველოში კორონავირუსის 3 221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 990 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 3 221 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 990 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 54 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 26 125 ტესტი.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 7.58%, ბოლო შვიდი დღის – 7.44%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 585 036 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 548 951 გამოჯანმრთელდა, 8 287 კი, გარდაიცვალა.

გუშინ, 13 სექტემბერს საქართველოში კორონავრუსის 946 შემთხვევა გამოვლინდა, 4 351 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 48 კი გარდაიცვალა.

წყარო: პირველი არხი
Print