ნულოვანი კომპრომისი იქნება, არჩევნები დამთავრდება და ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი — ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ყველას “საკადრისი პასუხი გაეცემა”, ვინც სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ “შეთქმულებაში” მონაწილეობს.

მისი თქმით, ქვეყანაში “პროვაკაციის” ნებისმიერ მცდელობაზე ნულოვანი კომპრომისი იქნება.

“ჩვენ ამ შეთქმულებას სახელმწიფოსა და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ, მივალთ 2 ოქტომბერს და ქართველი ხალხი ღირსეულ პასუხს გასცემს და “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს ყველა ქალაქში და მუნიციპალიტეტში.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ძლიერი ხელისუფლება. შეიძლება, ვიღაცებს ჰქონდეთ ილუზია, მაგრამ არავითარი კომპრომისი არ იქნება, არავითარი! ნულოვანი კომპრომისი იქნება ნებისმიერ მცდელობაზე, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყონ ჩვენს ქვეყანაში. არჩევნები დამთავრდება და ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი — ყველა შეთქმულებაში მონაწილე ადამიანს და ყველა მოღალატეს და ჩვენი ქვეყნის მტერს”,
— განაცხადა ღარიბაშვილმა.

13 სექტემბერს საჯაროდ გავცელდა, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი ფაილები, სადაც აღწერილია სასულიერო პირების პირადი ცხოვრების დეტალები, მათი კავშირები და ა.შ. ოპოზიციის აზრით, ეს მიუთიტებს, რომ სახელმწიფო ტოტალურად უსმენს ყველას, მათ შორის, სასულიერო პირებს.

წყარო: ნეტგაზეთი
Print