სიახლე
მდინარაძე: ჩვენი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ პირადი ცხოვრების ჩანაწერების გავრცელებას გეგმავს
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საარჩევნო კამპანიის შესახებ ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, კონკრეტული პოლიტიკური ძალა და „მისი კუთვნილი ტელეკომპანიები“ რამდენიმე წელია ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას აწარმოებენ და ამ კამპანიის ნაწილი იყო ფარული ჩანაწერების გავრცელება.

მდინარაძის თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელეკომპანიების მიერ გუშინდელი დღიდან აგორებული ბოლშევიკური კამპანია ფონის შემზადებაა პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებისთვის“.

„რომლის ინტერნეტში ატვირთვა, ჩვენი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება.

ჩემი ინფორმაციით, აღნიშნული ჩანაწერები უკავშირდება საჯარო პირებს და მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევას.

ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის ცნობილია, მხოლოდ ბოლშევიკური აზროვნების მქონე ადამიანებს შეიძლება თავში აზრად მოუვიდეთ მათი გავრცელება“, –
განაცხადა მდინარაძემ.

მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ „კატეგორიულად“ აფრთხილებენ ყველას, თავი შეიკავონ აღნიშნული ქმედებისგან.

„დარწმუნებული ვარ, თუ ისინი ამას იკადრებენ და ამგვარ ჩანაწერებს გაავრცელებენ, საზოგადოების მღელვარებისა და რისხვის ობიექტი „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი თანამზრახველები გახდებიან“, –
თქვა მან.

მდინარაძემ მოუწოდა სამართალდამცველებს, მიიღონ ყველა ზომა ამ საქმის გამოსაძიებლად და საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მისაწოდებლად.

წყარო: პუბლიკა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია