საქართველოში კორონავირუსის 2 515 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის
გვერდზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 829 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო
დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 60 პაციენტი.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო
14 დღის – 7.61%, ბოლო შვიდი დღის – 7.32%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 587 551 შემთხვევაა
გამოვლენილი, მათგან 551 780 გამოჯანმრთელდა, 8347 კი
გარდაიცვალა.
14 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 3 221 ახალი
შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 990 პაციენტი, 54 კი
გარდაიცვალა.