სიახლე
მარინა კალიურანდი - მიხეილ სააკაშვილს პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოვუწოდე
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი მიხეილ სააკაშვილსა და ევროპარლამენტარებს შორის გამართულ შეხვედრას ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს პროვოკაციებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

“ევროპარლამენტარებსა და მიხეილ სააკაშვილს შორის გამართულ შეხვედრაზე მე მას მოვუწოდე, თავი შეიკავოს პროვოკაციებისგან და საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი საქართველოში წინასაარჩევნო ვითარების დეპოლარიზაციის ხელშეწყობისთვის გამოიყენოს, პატივი სცეს ეუთო/ოდირის გადაწყვეტილებას 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ,"-
წერს კალიურანდი „ტვიტერზე“.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია