რა (არ) გაკეთდა იმისთვის, რომ სწავლა საკლასო ოთახებში განახლებულიყო - აქტუალური თემა
15 სექტემბერს საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო. ოლგა ენდელაძის სამი ტყუპი სკოლაში ონლაინ წავიდა. ერთი კომპიუტერი სამმა დამ გაიყო და პირველი გაკვეთილის ზარი „თიმსში“ დაირეკა.

მეექსვსე კლასელი გოგოებისთვის ონლაინ სწავლa ახალი არაა, თუმცა სწავლის დაწების მოლოდინი საკლასო ოთახებში ნამდვილად ჰქონდათ. ოლგა მიიჩნევს, რომ მათ რეალობაში ონალაინსწავლება ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული და ხშირად, ეს მშობლების ტვირთად იქცევა.

სკოლების გახსნისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მასწავლებელთა ვაქცინაციაა. მარნეულის 74 საჯარო სკოლაში დასაქმებულთა მხოლოდ 30%-ია აცრილი.

გადაცემა აქტუალურ თემაში ვისაუბრეთ ონლაინსწავლებაზე. იმაზე თუ რა გააკთა სახელმწიფომ იმისათვის, რომ 2021-2022 სასწავლო წელი სასკოლო გარემოში დაწყებულიყო. გადაცემის სტუმრები არიან: ანა წურწუმია - მშობელი, თემურ სუყაშვილი - პედაგოგი და მაია ქურციკიძე UNICEF-ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი.

ვრცლად მოუსმინეთ აქ:





აუდიოვერსიის მოსმენა შეგიძლიათ აქ:

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია