სიახლე
“მთავარი არხის” ოპერატორი “ოცნების” ოფისის მე-2 სართულიდან გადმოაგდეს – გვარამია
ტელეკომპანია “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ქარელში ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს არხის ოპერატორი ლევან აბლოთია.

იმავე არხის ჟურნალისტის ბექა ყორშიას განცხადებით, რომელიც ასევე იმყოფებოდა ქარელში, ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ჟურნალისტების “ქართული ოცნების” ოფისში მისვლას.

“ზაზა გულიაშვილთან მივედით ქარელში და თავიდანვე ძალიან აგრესიულად შეგვეგებნენ. იყო ფიზიკური გაწევ-გამოწევა.

შენობის ქვემოთ არის კომერციული ფართი საიდანაც კიბეებით ადიხართ ქართული ოცნების შტაბში და იქიდან გადმოისროლეს. არ ვიცი რა დავარქვა ამ სიგიჟეს”,
– განაცხადა ბექა ყორშიამ “მთავარი არხის” ეთერში.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია