ვერაზე ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს
ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ახალგაზრდა კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ჯერჯერობით უცნობია, როგორ ფასდება დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველების რამდენიმე ეკიპაჟი. შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

გამოძიება 18/109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

წყარო: rustavi2.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია