ბოლნისში აცრილმა მოქალაქემ 10 000 ლარი მოიგო
ვაქცინაციის წამახალისებელ ლატარიაში "აიცერი და მოიგეში" 10 000 ლარი ბოლნისში აცრილმა პირმა მოიგო.

მოგებულის ვინაობა ჯერ უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ პირი "სინოფარმითაა" აცრილი. ლატარიის კომპანიის ინფორმაციით, მას მოგებული თანხა უახლოეს დღეებში გადაეცემა.

"საქართველოს ეროვნული ლატარიის" ინფორმაციით, თბილისი, გორი, ბათუმი, ლაგოდეხი, ზუგდიდი, მარტვილი -ეს ის ქალაქებია, სადაც ვაქცინირებულმა ადამიანება 5000, 1 500 და 1 000 ლარი მოიგეს.

გათამაშების შედეგების გადამოწმება შესაძლებელია ვებგვერდზე https://stopcov.lotto.ge/, პირადი ნომრის სპეციალურ გრაფაში შეყვანით.

ლატარია "აიცერი და მოიგეს" გათამაშება 14 სექტემბრიდან იმართება და ამ დროისთვის უკვე გათამაშებულია 180 400 ლარი, ხოლო მოგებულია 1 137 ადამიანი.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები