სუსტი იმუნური სისტემის მქონეები იქნებიან პირველები, რომელთაც შესაძლოა, „ბუსტერ“ დოზა გაუკეთდეს - გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირთა ჯგუფი იქნება პირველი, ვისაც შესაძლოა, საქართველოში ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზა გაუკეთდეს.

„ბუსტერ“ დოზებთან დაკავშირებით ერთი არის ტექნიკური გადაწყვეტილება ექსპერტების მხრიდან, თუ რამდენად არის „ბუსტერ“ დოზა აუცილებელი იმისთვის, რომ იმუნიტეტი იყოს მყარი ვაქცინაციის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით გარკვეული მხარდამჭერი მეცნიერული მტკიცებულებები უკვე არსებობს და საერთაშორისოდ, დაახლოებით, 6-8 თვე არის რეკომენდებული მესამე დოზისთვის.

უფრო ხშირად საუბარია სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებზე და ეს იქნება ჩვენთვისაც პირველი ჯგუფი, ვისთან დაკავშირებითაც ვისაუბრებთ „ბუსტერ“ დოზაზე. სხვა დანარჩენთან დაკავშირებით ეს ყველაფერი ისევ დამოკიდებული იქნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებზე, რომელიც ჯერჯერობით ასეთი მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი „ბუსტერ“ დოზის მხარდაჭერასთან დაკავშირებით არ არის“,
– განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები