21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

უკიდურესად ნეგატიური დღეა, რომელიც მოტყუებით და აუხდენელი იმედებით დაგამახსოვრდებათ. მოსალოდნელია გარემოებათა არახელსაყრელი განვითარება, უხერხულობა ან ურთიერთობებში გაურკვევლობა, რაც გაიძულებთ, აქტიურად დაიცვათ საკუთარი პრინციპები. მოერიდეთ გარშემომყოფებთან დაპირისპირებას და ოჯახურ კონფლიქტებს. განსაკუთრებული ყურადღება ბავშვების ჯანმრთელობას მიაქციეთ.

კურო

ვარსკვლავები კურო მამაკაცებს სტუმრების მოწვევას ან სტუმრად წასვლას ურჩევენ. ეს დღე ყველაზე ხელსაყრელია შეთანხმების და მშვიდობის დამყარებისთვის, გაწყვეტილი კავშირების აღდგენისა და შერიგებისთვის. სავარაუდოდ, კურო ქალებს რომანტიკული თავგადასავალი ელით. გირჩევთ, გრძნობებს არ შეეწინააღმდეგოთ და თქვენი სულის ძლიერ იმპულსებს მთლიანად დაემორჩილოთ.

ტყუპები

ეს დღე სულიერი გარდაქმნის, ქველმოქმედების და ეჭვების დაძლევის ნიშნით ჩაივლის. ხელსაყრელი დროა ოჯახში მშვიდობისა და ჰარმონიული ურთიერთობების აღდგენისთვის, პარტნიორთან შეთანხმებისა და ნაჩხუბარი მეგობრების შერიგებისთვის. ეს დღე გაჩვენებთ, რამდენად შეიცვლება თქვენი გეგმები უახლოეს მომავალში.

კირჩხიბი

გირჩევთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება და ახალი საქმის დაწყება მომავლისთვის გადადოთ, რადგან ამ დღეს ვითარების რეალურად შეფასება გაგიჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, მთლიანად ძლიერმა ემოციებმა შეგიპყროთ. შემდგომი პრობლემების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, სიფრთხილე და გონიერება გამოიჩინოთ.

ლომი

მოვლენების არახელსაყრელი განვითარება, მოულოდნელი სიტუაცია, უხერხულობა ან გაურკვევლობა გაიძულებთ, აქტიურად დაიცვათ ცხოვრებისეული პრინციპები ან უსამართლოდ დასჯილთა დამცველი გახდეთ. მოსალოდნელი კონფლიქტი თქვენი გეგმების განხორციელებას მნიშვნელოვნად გაართულებს ან მთლიანად ჩაშლის.

ქალწული

მოულოდნელი გარემოებები გაიძულებთ, საკუთარი თავი და პრინციპები აქტიურად დაიცვათ. სირთულეების მიუხედავად, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. გირჩევთ, რაღაც დროის მანძილზე განმარტოვდეთ, რადგან ნებისმიერმა ურთიერთობამ შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისა და ახალი გატაცებისთვის. ამ დღის შემოქმედებითმა იმპულსმა შესაძლოა, თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს და ახალ, აქამდე მიუწვდომელ სიმაღლეებამდე აიყვანოს. ნუ ელით დახმარებას ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან და ეცადეთ, ყველაფერი თავად აკეთოთ. კარგი დღეა გუნდური მუშაობისა და ურთიერთობებისთვის.

მორიელი

ამ დღეს მშვენიერი შანსი მოგეცემათ, რომ ძველი შეცდომები გამოასწოროთ. ეცადეთ, საკუთარ თავში მეტი მოთმინება, გარშემომყოფთა მიმართ მეტი ტოლერანტული და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება გამოიმუშაოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მარტო დარჩენა გელით. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა უმნიშვნელო.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისა და ფიზიკური აქტივობისთვის. ყველა შესყიდვა, ძვირფასი ლითონებისა და ავეჯის გარდა, წარმატებული იქნება.

თხის რქა

ვარსკვლავები პროფესიული საქმიანობის სფეროში წარმატებას გპირდებიან. თქვენი შესაშური შრომისმოყვარეობა და მონდომება საქმის შედეგებზე დადებითად აისახება. დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია გარკვეული სირთულეები, მაგრამ სანერვიულო არაფერია - ერთი შეხედვით წარუმატებლობა მალე წარმატებად იქცევა.

მერწყული

ეს დღე სიბრძნისა და სამართლიანობის ნიშნით ჩაივლის. ეცადეთ, თხოვნაზე უარი არავის უთხრათ, სიხარბე და ეგოიზმი არ გამოიჩინოთ. სასურველია, რომ ნებისმიერ რჩევას ყურადღებით მოუსმინოთ და შეძლებისდაგვარად გაითვალისწინოთ. შესაძლებელია, ბევრმა მერწყულმა განაახლოს მეგობრობა მათთან, ვისთანაც ურთიერთობა დიდი ხნის წინ გაწყვიტა.

თევზები

სასურველსა და რეალობას შორის შეუსაბამობამ შეიძლება, პესიმისტური განწყობა მოგიტანოთ. ამ დღეს თავი შეიკავეთ ფულის სესხების ან ვალის აღებისგან. ფიზიკური შრომა სასარგებლოა. თუ საკუთარ თავში იპოვით ძალას, რომ ამ მდგომარეობას გაუმკლავდეთ, ყველაფერი კარგად იქნება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები