ციციშვილის ბავშვთა კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში კორონავირუსით ინფიცირებული 24 ბავშვია მოთავსებული
ციციშვილის ბავშვთა კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში კორონავირუსით ინფიცირებული 24 ბავშვია მოთავსებული.

ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით, კლინიკაში მართვით სუნთქვაზე 3 ბავშვი იმყოფება.

„კლინიკაში 106 პაციენტია, საიდანაც ბავშვია 76. რეანიმაციაში 24 ბავშვი მკურნალობს, მართვით სუნთვაზე იმყოფება 3 ბავშვი, აქედან ერთია ორ თვემდე, მეორე 15 წლის და ასევე 4 წლის“,
- აღნიშნავს მაია ჩხაიძე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები