დასაშვები იქნება მხოლოდ სრულად ვაქცინირებული პატიმრებისთვის...
27 სექტემბრიდან ორჯერადად ვაქცინირებული ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირებს ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის საშუალება ექნებათ.

ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათი განცხადებით, ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან პაემანზე დაიშვებიან მხოლოდ სრულად ვაქცინირებული პირები, რომლებიც შესაბამის დოკუმენტს წარადგენენ.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად სისტემაში მსჯავრდებულების 80% ვაქცინირებულია, 65% კი რევაქცინირებული, რაც შეეხება პერსონალს, თანამშრომელთა 92% აცრილია, ხოლო 77% რევაქცინირებული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები