ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისში. არსებული ინფორმაციით,
ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი 2 მსუბუქი ავტომობილი
შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი, რომელიც
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.