მარნეულში One Caucasus-ის მობილური ვაქცინაციის კამპანია გრძელდება
დღეს, 21 სექტემბერს, ვაქცინაციის მობილური ჯგუფი სადახლოში, შულავერში, წერაქვსა და სიონში ჩავა და მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდწგო ვაქცინას გაუკეთებს.

რადიო "მარნეულთან" საუბრისას One Caucasus-ის დირექტორმა საქართველოში განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დახმარებით 115 ვაქცინის გაკეთებას გეგმავენ.

"დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად დავიწყეთ ჩვენი ფესტივალის ტრანსფორმაცია და აგვისტოს ბოლოს ჩვენი ფესტივალის ფარგლებში ავცერით მარნეულოს სხვადასხვა სოფლებში 80-ზე მეტი ადამიანი. დღეს გვქონდა მოლოდინი, რომ ვაქცინაციის მეორე ეტაპზე მოვიდოდნენ მოქალაქეები, მაგრამ 2 საათის განმავლობაში, რაც აქ ვართ, 15-მდე ადამიანი პირველი დოზით აიცრა, ხოლო დაახლოებით ხუთი მეორე დოზით. შესაბამისად, ნდობა არის ძალიან მაღალი და მოთხოვნაც, როგორც ჩანს, არის მზარდი". - განაცხადა ირაკლი მიქიანმა

მიქიანის განმარტებით, აუცილებელია რომ მობილური ვაქცინაციის კამპანიაში ადგილობრივი თვითმმართველობა და მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი აქტიურად ჩაერთოს.

"ვფიქრობ დროა, რომ ადგილობრივმა ჯანდაცვის ცენტრმა უკვე წამოიწყოს მსგავსი პროცესი რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ არის არაერთი მუნიციპალიტეტი რომელიც ამას აკეთებ. განსაკუთრებით იმ ფონზე რომ ქვემო ქართლში ვაქცინაციის დონე უფრო დაბალია ამ პროცესის გააქტიურებაა საჭირო".


One Caucasus-ი მობილური ვაქცინაციის კამპანკას ხვალ, 22 სექტემბერსაც, ჩაატარებს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები