მარნეულში 28 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ ბრალი სამ პირს წარუდგინა
პროკურატურამ მარნეულში ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმეზე ბრალი სამ პირს წარუდგინა. უწყების ცნობით, ო.გ-სა და ო.ტ-ს ბრალად ედებათ დამამძმებე გარემოებებში განზრახ მკვლელობა და დამამძიმებელ გარემოებაში თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ხოლო მესამე დაკავებულ ს.ა-ს ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.

"18 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილარში მდებარე ფერმის ტერიტორიაზე, ო.გ.-მ და ო.ტ.-მ, მათი დის მიმართ არასასურველი კომუნიკაციის დამყარების მცდლობის გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ჯ.ჩ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ხელ-ფეხი თოკით შეუკრეს და ავტომანქანით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც წყლის არხში ჩააგდეს. აღნიშნული პირების ქმედების შედეგად ჯ.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული პირების მიერ ჩადენილ ქმედებას მათივე მეგობარი ს.ა. შეესწრო, თუმცა მან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა",
-ნათქვამია განცხადებაში.

პოლიციამ სამივე მათგანი 20 სექტემბერს დააკავა. 3-დღიანი ძებნის შემდეგ, ჯავიდ ალიევი გარდაცვლილი დღეს, 21 სექტემბერს მდინარე ალგეთის პირას იპოვეს. მომხდარზე შსს-მ 2 პირი დააკავა.

უწყების ინფრომაციით, ო.ტ.-ს და ო.გ.-ს ბრალი ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ხოლო ს.ა. - სამართალდამცველებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

წყარო: mtavari.tv
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები