საქართველოში კორონავირუსის 2 016 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 024 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 2 016 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 024 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო 14 დღის – 6.92%, ბოლო შვიდი დღის – 6.48%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 600 412 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 567 797 გამოჯანმრთელდა, 8 664 კი გარდაიცვალა.

ამასთან, 21 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 470 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 243 პაციენტი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები