გასდის თუ არა ვადა საქართველოში შემოსულ Pfizer-ის ვაქცინას
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის გაფუჭების რისკი ქვეყანაში არ არსებობს. აღნიშნულ თემაზე განმარტება ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

„არანაირი რისკი იმის, რომ Pfizer-ი გაფუჭდეს, არ არსებობს. Pfizer-ს ნოემბერში არ გასდის ვადა“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი შემცირდა და დაგეგმილი 30 000 აცრის ნაცვლად, დღიურად 7000-დან 14000-მდე მოქალაქე იცრება. 

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები