"ოჯახის ღირსების საკითხია. ჩემი გოგო შეაწუხა იმ ბიჭმა" - მარნეულში, მკვლელობაში ბრალდებულის დედა
მარნეულში, ჯავიდ ალიევის მკვლელობისთვის დაკავებულებს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. 28 წლის მამაკაცის საქმეზე 3 პირია დაკავებული, მათ შორის ქალი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.

დაკავებულის დედა ამბობს, რომ ინციდენტს წინ ფინანსური დავა არ უძღოდა და საკითხი "ოჯახის ღირსებას" ეხებოდა.

"ჩემს შვილებს 20 ლარის გამო არაფერი ჩაუდენიათ, გარდაცვლილის დედა გვადანაშაულებს, რომ ფულის გამო მოკლეს, ეს ტყუილია. აქ ოჯახის ღირსების საკითხია. ჩემი გოგო შეაწუხა იმ ბიჭმა და მაგიტომაც მოხდა ეს ამბავი. დიახ, იცნობდნენ ერთმანეთს, თუმცა კიდევ ვამბობ აქ ღირსებაზეა საუბარი და სჯობს დანარჩენზე გამოძიებამ გასცეს პასუხი. მეტი კომენტარის გაკეთებას არ გვინდა",- ამბობს დაკავებულების დედა.

შეგახსენებთ, რომ სამარშრუტო ტაქსის მძღოლი, ძმების შურისძიების სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც ალიევს ერთ-ერთ გოგონასთან კონფლიქტი მოუვიდა. გამოძიების ინფორმაციით, 28 წლის ბიჭი ჯერ გაიტაცეს, სცემეს, შემდეგ კი ხელ-ფეხ შეკრული წყალში გადააგდეს.

წყარო: mtavari.tv
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები