"ბუსტერ დოზა დამტკიცდა" - ნანა გეგეჭკორი
FDA დღეს დაამტკიცა მესამე, ეგრეთ წოდებული ბუსტერ დოზა Pfizer-ით ვაქცინირებული პოპულაციის ნაწილისთვის. ბუსტერ დოზა დამტკიცდა გადაუდებელი ავტორიზაციის სტატუსით - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკაში მყოფი ქართელი ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი წერს.

"მესამე დოზის მიღება შესაძლებელია, სრულად ვაქცინირებიდან 6 თვის შემდგომ, შემდეგი ჯგუფებისთვის: ✅ 65 წელს გადაცილებულებს.✅ 18 - 65 წლის ფარგლებში კოვიდი-19-ის მძიმე ფორმებით ავადობის მაღალი რისკის მქონე ადამიანებს✅ 18 - 65 წლის ასაკის ადამიანებს, ვისაც კოვიდ-19-ით ინფიცირების მაღალი რისკის შემცველ გარემოში უწევთ ყოფნა.P.S. ეს წესი ვრცელდება მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინაზე. ავტორიზაციის საბჭოში წარდგენილი იყო მხოლოდ ამ კონკრეტული ვაქცინის აპლიკაცია. ეს წესი ჯერჯერობით არ ვრცელდება არც ერთ სხვა ვაქცინაზე და არც სხვა ვაქცინებით აცრილი ადამიანებში ბუსტერ დოზად Pfizer-ის გამოყენებაზე" - წერს გეგეჭკორი. 

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები