FDA დღეს დაამტკიცა მესამე, ეგრეთ წოდებული ბუსტერ დოზა Pfizer-ით
ვაქცინირებული პოპულაციის ნაწილისთვის. ბუსტერ დოზა დამტკიცდა
გადაუდებელი ავტორიზაციის სტატუსით - ამის შესახებ სოციალურ ქსელში
ამერიკაში მყოფი ქართელი ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი წერს.
"მესამე დოზის მიღება შესაძლებელია, სრულად
ვაქცინირებიდან 6 თვის შემდგომ, შემდეგი ჯგუფებისთვის: ✅ 65 წელს
გადაცილებულებს.✅ 18 - 65 წლის ფარგლებში კოვიდი-19-ის მძიმე ფორმებით
ავადობის მაღალი რისკის მქონე ადამიანებს✅ 18 - 65 წლის ასაკის
ადამიანებს, ვისაც კოვიდ-19-ით ინფიცირების მაღალი რისკის შემცველ
გარემოში უწევთ ყოფნა.P.S. ეს წესი ვრცელდება მხოლოდ Pfizer-ის
ვაქცინაზე. ავტორიზაციის საბჭოში წარდგენილი იყო მხოლოდ ამ კონკრეტული
ვაქცინის აპლიკაცია. ეს წესი ჯერჯერობით არ ვრცელდება არც ერთ სხვა
ვაქცინაზე და არც სხვა ვაქცინებით აცრილი ადამიანებში ბუსტერ დოზად
Pfizer-ის გამოყენებაზე" - წერს გეგეჭკორი.