მეწყერი ქობულეთში - 159 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა
უხვი ნალექის გამო ქობულეთში მეწყერი ჩამოწვა. 159 ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. დაზიანებული სახლების გამო ალტერნატიულ თავშესაფარში გადაყვანა 15 ოჯახს დასჭირდა.

გზები 43 მიმართულებით ნაწილობრივ ან მთლიანადაა ჩაკეტილი. ჩამოწოლილმა მეწყერმა 2 ხიდიც დააზიანა.

წვიმის შედეგად დაბა ჩაქვში 3 ადგილი დაიტბორა, მათ შორისაა სამედიცინო ცენტრის ეზოც.

უხვი ნალექის შედეგად ქობულეთში მეწყერი სულ 49 მიმართულებით განვითარდა.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები