მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა, არავინ დაშავებულა – ვიდეო
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის საზოგადოებრივ ცენტრში აფეთქება მოხდა. შემთხვევა, გუშინ ღამით მოხდა და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივი მედიასაშუალება ტვ 4-ის ცნობით, შენობაში აფეთქება ბანკომატის გატეხვის მიზნით განახორციელეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

უწყებაში მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობენ.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები