უკრაინაში, ტერნოპოლის ოლქში 4,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები 100 კმ-ის რადიუსში
იგრძნობოდა.
მიწისძვრის ეპიცენტსი 6 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობდა.
ინფორმაცია ნგრევისა ან დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.