დისკრიმინაციული გამორჩევა ადგილობრივ თვითმმართველობაში - TDI-ის კვლევის ანგარიში
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ეხება რასობრივ გამორჩევს საქართველოში - საპოლიციო სისტემაში ეთნიკური უმცირესობებისა და მიგრანტების მიმართ არსებულ პოლიტიკს და პრაქტიკას. აღნიშნული კვლევა არის პირველი, რომელიც მიზნად ისახავს ეთნიკური უმცირესობების, მიგრანტების, სამართალდამცველების და ადვოკატების გამოცდილების საფუძველზე შეისწავლოს საქართველოში, განსაკუთრებით სამართალდამცავ სისტემაში, რასობრივი გამორჩევის პრაქტიკა.

კვლევა რამდენიმე მიმართულებას ეხება. ერთ-ერთია დისკრიმინაციული გამორჩევას და ენობრივ ბარიერი:

გამოკითხულ რესპონდენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი საუბრობს, რომ ქართული ენის ცოდნა მნიშვნელოვნად ამცირებს რასობრივი გამორჩევისას ნეგატიურ გამოცდილებას. აღნიშნავენ, რომ არის შემთხვევები, როდესაც პოლიციელთა დამოკიდებულება იცვლება მას შემდეგ, რაც უმცირესობის წარმომადგენელი ქართულად იწყებს საუბარს.

„როდესაც გარეგნობით და ჩაცმულობით ხვდებიან, რომ ქართველი არაა, იწყებენ უხეშად საუბარს, როდესაც ხედავენ, რომ ქართულად საუბრობს, იცვლება დამოკიდებულება. მოსახლეობა დისკრიმინაციაზე მეტად ამითაა გაღიზიანებული“. (ეთნიკური აზერბაიჯანელი რესპონდენტი, ქვემო ქართლი)

საქართველოში მცხოვრები მიგრანტების, ასევე ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფის რესპონდენტთა გამოცდილებით, ქართული ენის არცოდნა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ეს უკანასკნელი ფაქტორი განსაკუთრებით აფერხებს როგორც ზოგადად სახელმწიფო სერვისების მიღებას,ასევე ართულებს სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობას.

  • რასობრივი გამორჩევა საზღვრის კვეთისას
საზღვრის კვეთისას რასობრივი გამორჩევის შემთხვევებს იხსენებენ ეთნიკურად აზერბაიჯანელი რესპონდენტებიც, როცა მათ დაბრკოლებები ექმნებათ იმ საბაბით, რომ ისინი „ბაზაში წითლად არიან მონიშნული“.

„ ბაქოში მინდოდა წასვლა და საზღვარზე მივაწოდე ბიომეტრიული პასპორტი და მითხრეს, რომ ვერ გაგიშვებთ, მიზეზი არ ვიცით, ბაზაში წითლად აჩვენებსო. მე ვუთხარი, რა ხდება, სასამართლოშიც კი არ ვარ დაბარებული მეთქი. მერე მივმართე მარნეულის პოლიციას და ვუთხარი, რომ ბაქოში ოპერაციისთვის უნდა წავსულიყავი, მაგრამ მითხრეს, რომ არაფერს არ აჩვენებდა მათთან ჩემზე. შემდეგ ისევ წავედი და ისევ მითხრეს, რომ არ მიშვებდნენ. მე ახსნა მოვითხოვე, უფროსის ნომერი ვთხოვე და მომცეს ნომერი. დაველა პარაკე უფროსს და მან მითხრა, რომ ბაზაში არ ვიყავი გაწითლებული. მაშინ რატომ არ მიშვებთ მეთქი, ვკითხე. მერე საბაჟოს წინ პატრულის ეკიპაჟს მივმართე და მათაც მითხრეს, რომ წითელში არ ვიყავი, ასევე მითხრა 112- მა, მერე 124-შიც იგივე მითხრეს“. (ეთნიკური აზერბაიჯანელი რესპონდენტი, ქვემო ქართლი)

  • დისკრიმინაციული გამორჩევა და სახელმწიფო სერვისები

კვლევის შედეგების თანახმად, რესპონდენტები რასობრივ გამორჩევაზე საუბრისას, საპოლიციო უწყებების გარდა, ხშირად ახსენებენ ზოგადად სახელმწიფოს და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუციას. ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ რესპონდენტთა დიდი ნაწილი საუბრობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა „შესანიშნავი“ მაგალითია, რომელსაც „დღის შუქზე გამოაქვს“ დისკრიმინაციული გამორჩევის შემთხვევები სახელმწიფოს მხრიდან.

მათი უმრავლესობა საუბრობს ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენელთა მათდამი „გულგრილ დამოკიდებულებასა“ და „უყურადღებობაზე“. მათი აზრით, ადგილობრივი მთავრობის „გულგრილი დამოკიდებულება“ ხშირად აისახება ინფორმაციის მიღების „გაწელილ პროცესზე.“ მათი აზრით, სწორედ ადგილობრივი მთავრობის „გულგრილობის“ შედეგია, რომ საჯარო ინფორმაცია, როგორც წესი, ხელმისაწვდომია მხოლოდ ქართულ ენაზე. ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი თვითმმართველობების ოფიციალურ ვებგვერდებსა თუ სო ციალურ ქსელებში ინფორმაცია ვრცელდება მხოლოდ ქართულ ენაზე, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ადგილობრივი ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის დროულად მიღებას.

  • ნდობა სამართალდამცავი სისტემის მიმართ

გამოკითხული რესპონდენტები ხაზგასმით აღნიშნავენ სამართალდამცავი უწყებების მიმართ უნდობლობას. გამოკითხულთა მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლიციელთა გულგრილი დამოკიდებულება განაპირობებს მათი მხრიდან ნდობის ნაკლებობას და აფიქრებინებს პრობლემების „მათგან დამოუკიდებლად, საკუთარი მეთოდებით“ მოგვარებაზე. ნდობა შედარებით დაბალია სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრებ ეთნიკურად აზერბაიჯანელ და სომეხ მოსახლეობას შორის. უფრო მეტიც, მათი შეფასებით, ადგილობრივი პოლიცია არის „სუს-ის [სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური] ხელში, რაც ყველაფერს აზრს აკარგვინებს“.

  • როგორ დავძლიოთ რასობრივი გამორჩევა – რეკომენდაციები:

„რასობრივ გამორჩევასთან ბრძოლა ხანგრძლივი პროცესია და გამართულ, ნათელ და აღსრულებად სამართლებრივ ბაზას უნდა დაეფუძნოს. კვლევამ გვიჩვენა, რომ მნიშვნელოვან პრობლემად ჯერ კიდევ არ აღიქმება სამართლებრივი თუ პოლიტიკური განხილვების თემა. აუცილებლად მიგვაჩნია, რომ რასობრივი გამორჩევის პრობლემის დასაძლევად სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს გრძელვადიანი გეგმა, რომელიც მოიცავს ნორმატიული ბაზის სრულყოფას, სა მართალდამცველების პროფესიული უნარების გაუმჯობესებას და საზოგადოებასთან ნდობაზე დაფუძნებულ კომუნიკაციას. საერთაშორისო გამოცდილებისა და TDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების გათვალისწინებით, რასობრივი გამორჩევის პრობლემის დასაძლევად, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მუშაობა შემდეგი მიმართულებებით: პრობლემის აღიარება, ნორმატიული ბაზისა და რეგულაციების შემუშავება, მონაცემების შეგროვება, მონიტორინგი და ანგარიშვალდებულება, პოლიციელთა გადამზადება, კომუნიკაცია და ჩართულობა- წერია კვლევაში

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები