ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 698 ახალი
დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი.
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული
ცენტრი(NCDC) ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 1 910
პირი.
NCDC-ის ინფორმაციით ბოლო 24 საათში სულ 25 692 ტესტი ჩატარდა.