თბილისში კორონავირუსით 26 წლის კაცი გარდაიცვალა.
ინფორმაცია On.ge-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაუდასტურეს.
მათი განცხადებით, ის დედოფლისწყაროს ადგილობრივი კლინიკიდან თბილისში
იყო გადმოყვანილი, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
24 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 698 ახალი
შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 910, ხოლო გარდაიცვალა — 38
ადამიანი.