რუსთავის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
რუსთავ-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

TV4-ის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და “სოკარის” ბანერს შეეჯახა.

შემთხვევის დროს ავტომობილში ორი ადამიანი იმყოფებოდა.

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მძღოლის გვერდზე იჯდა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მძღოლს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება და ამდროისათვის კლინიკა “რუსთავშია” გადაყვანილი.

ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები მუშაობენ.

წყარო: tv4.ge
Print