თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ საკლასო ოთახებში სწავლა 4 ოქტომბერს დაიწყება - ტიკარაძე
„დადებითობის მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით არაერთგვაროვანი არის, თუმცა ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს განათლების სამინისტროსთან ერთად და ჩვენ ვართ თითქმის დარწმუნებულები რომ სწავლა დათქმული თარიღისთვის დაიწყება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

„ეპიდსიტუაცია ქვეყნის მასშტაბით საერთო ჭრილში არის დამაკმაყოფილებელი, მნიშვნელოვანი განსხვავებები არის რეგიონებში, შეინიშნება რომ აჭარაში და თბილისში არის გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე თუნდაც კახეთში. მნიშვნელოვანი არის რომ ყველა ღონისძიება, რომელიც ტარდება ქვეყნის მასშტაბით იყოს ადეკვატური ასევე რეგიონების ჭრილში და ამასთან მიმართებაში ჯანდაცვის სამინისტროს ყველა სამსახური მუშაობს იმისთვის, რომ მოხდეს დასტაბილურება და ერთგვაროვანი სიტუაციის შექმნა ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა მინისტრმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით სკოლაში საკლასო ოთახებში სწვალა 4 ოქტომბერს განახლდება იმ ქალაქებსა და სოფლებში სადაც ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბლა იქნება.

დღევანდელი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დადებითობის დღიური მაჩვენებელია – 6,61%, ბოლო 14 დღის – 6,85%, ბოლო 7 დღის – 6,46%.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია