ბათუმში ნატოს ხომალდები შემოვიდნენ
საქართველოში ტერიტორიულ წყლებში ნატოს ხომალდები შემოვიდნენ.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“ნატოს მუდმივმოქმედ მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთს (SNMCMG2) შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი მასპინძლობს. შენაერთის შემადგენლობაშია: ესპანეთის (ფლაგმანი), იტალიის, ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდები”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

წყარო: ნეტგაზეთი
Print