უკანონო თევზჭერის ფაქტები რუსთავში
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

რუსთავში, მდინარე მტკვარზე, ე.წ. დამბის ხიდიდან, მოქალაქე ანკესზე მობმული სახლართი ბადით ახდენდა თევზჭერას.

ანკესი და სახლართი ბადე დაილუქა. ფაქტზე დაიწყო სამართალწარმოება.

წყარო: ინფო რუსთავი
Print