სტუდია მონიტორი: გამყრელიძემ რეგულაციების დარღვევით იქეიფა
სტუდია მონიტროის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 25 სექტემბერს თანამშრომლებთან ერთად, ველისციხეში ვაქცინაციის ცენტრის მონახულებუის შემდეგ, ერთ-ერთ რესტორანში რეგულაციების დარღვევით იქეიფა.

სტუდია მონიტორს ფოტოები წყარომ მიაწოდა, სადაც ჩანს, რომ NCDC-ის თანამშრომლები “მარან ველისციხურში” სადილობისას რეგულაციებს არღვევენ. სტუდია მონიტორში განმარტავენ მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ღია სივრცეში სკამების საზურგეებს შორის მანძილი უნდა იყოს 1 მეტრი.

მათივე ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში განაცხადეს, რომ იქ მყოფი ადამიანები აცრილები არიან და ღია სივრცეში მოქმედ რეგულაციებს არ არღვევენ.

წყარო: tv4.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები