სტუდია მონიტროის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან
გამყრელიძემ 25 სექტემბერს თანამშრომლებთან ერთად,
ველისციხეში ვაქცინაციის ცენტრის მონახულებუის შემდეგ, ერთ-ერთ
რესტორანში რეგულაციების დარღვევით იქეიფა.
სტუდია მონიტორს ფოტოები წყარომ მიაწოდა, სადაც ჩანს, რომ NCDC-ის
თანამშრომლები “მარან ველისციხურში” სადილობისას რეგულაციებს
არღვევენ. სტუდია მონიტორში განმარტავენ მოქმედი რეგულაციების
მიხედვით, ღია სივრცეში სკამების საზურგეებს შორის მანძილი უნდა იყოს
1 მეტრი.
მათივე ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში განაცხადეს, რომ იქ მყოფი ადამიანები
აცრილები არიან და ღია სივრცეში მოქმედ რეგულაციებს არ არღვევენ.
წყარო: tv4.ge