4 ოქტომბრიდან სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა აღდგება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სასწავლო პროცესი აღდგება.

ასევე მუშაობას განაახლებენ ბაღები და ბავშვთა გასართობი ცენტრები. გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, სასწავლო დაწესებულებებში სწავლა ყველა რეკომენდაციის დაცვით უნდა დაიწყოს, ყველა მოსწავლისთვის კი პირბადე სავალდებულო ხდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია