ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
წალენჯიხაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მოტოციკლის მგზავრი, მისი მძღოლი კი დაშავებულია და კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარება.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: ლაივპრესი


წყარო: ინფო რუსთავი


Print