როდის შეიქმნება "სურსათის ბანკი"
რესტორნები, სუპერმარკეტები და სასტუმროები საკვებ პროდუქტებს, რომლებსაც ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, სურვილის შემთხვევაში, 2022 წლიდან საქველმოქმედო მიზნით გამოიყენებენ.

შესაბამისი კანონმდებლობის დარეგულირებასა და სისტემის გამარტივებაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტი მუშაობს და მას პარლამენტში, სავარაუდოდ, ნოემბერში დააინიცირებს. ამავდროულად, სურსათის უვნებლობის მაქსიმალურად დაცვის მიზნით, ნორმატიული აქტებიც იქნება შემუშავებული, თუ რომელი საკვები პროდუქცია არის მაქსიმალურად უსაფრთხო იმისთვის, რომ ამგვარ ციკლში ჩაერთოს.

პროექტს სამი მხარე ეყოლება 1.რესტორნები, სუპერმარკეტები და სასტუმროები, 2. საქველმოქმედო ორგანიზაციები და 3. სახელმწიფო.

არსებული ინფორმაციით, შეიქმნება სისტემა, სადაც ლოკაციის მიხედვით დარეგისტრირდება მიმღები მხარე, საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელსაც ასევე ლოკაციის პრინციპით მიებმება შესაბამისი ბენეფიციარი.

ქველმოქმედების საბოლოო მიმღები არ შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, თუმცა შესაძლოა, ამგვარი პროდუქციის მიმღები მუნიციპალური სასადილოც გახდეს.

წყარო: ინფო რუსთავი
Print