ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა
ზუგდიდი-მესტიის გზაზე, ზედა ეწერთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტომობილის, რომელშიც 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა, მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რასაც 22 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა ხოლო 3 დაშავდა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

წყარო: ინფო რუსთავი
Print