თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილი აქციისთვის მზადება მიმდინარეობს
თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილი აქციისთვის მზადება დილიდან დაიწყო. ამ დროისთვის, საკრებულოს შენობის წინ სცენის მონტაჟი მიმდინარეობს.

სწორედ ამ სცენიდან მიმართავენ პარტიის ლიდერები აქციაზე შეკრებილებს. ასევე დამონტაჟდება მონიტორი, საიდანაც საზოგადოებას შეეძლება გამომსვლელების ყურება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში აქცია დღეს გაიმართება. აქცია თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზე დაიწყება. როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი არ უერთდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია