რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარია
რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძარია. როგორც “ფორმულას” მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.

მათივე კადრებში ჩანს, რომ ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის მანქანები მიდიან.

ნეტგაზეთი დამატებითი ინფორმაციის მიღებას სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან ცდილობს. მათ პასუხს მიღებისთანავე გავავრცელებთ.

წყარო: ნეტგაზეთი
Print