რუსთავიდან თბილისისკენ მიმავალ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების სამარშრუტო ტაქსებს „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ცოცხები დაუშინეს
ხმაური იყო რუსთავში. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათვისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციაზე რუსთავიდან თბილისისკენ მიმავალ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებით სავსე სამარშრუტო ტაქსებს „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ცოცხები დაუშინეს.

ერთ-ერთმა აქტივისტმა გაჩერებულ სამარშტრუტო ტაქსში ასვლა და მგზავრებისთვის ცოცხის ჩარტყმა სცადა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print