ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში
არსებული 186 საბავშვო ბაღიდან 99 ბაღია დაკეტილი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბაღების მართვის სააგენტოში
განუცხადეს, 53 ბაგა-ბაღის შემთხვევაში კორონავირუსით ინფიცირებული
აღსაზრდელი იყო, ხოლო 46 შემთხვევაში ბაღის თანამშრომელი.
ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესს საკარანტინო ვადის, 12 დღის
გასვლისთანავე განაახლებენ.
ცნობისთვის, ბაგა-ბაღების მუშაობა 4 ოქტომბერს განახლდა.