ევროპარლამენტარები არჩევნების მეორე ტურსაც დააკვირდებიან — ბოჭორიშვილი
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარები 30 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურსაც დააკვირდებიან. ამის შესახებ მან დღეს, 19 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ევროპარლამენტარები საქართველოში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურსაც დააკვირდებიან. ჩვენი ევროპელი პარტნიორების მოლოდინია, რომ არჩევნების მეორეც ტური მშვიდ გარემოში და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

ჩვენს პარტნიორებთან განვიხილეთ არჩევნების შემდგომი დღის წესრიგი, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის ევროინტეგრაციის მიზნების მიღწევისკენ“,
— განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩენებისთვის დამკვირვებლად საქართველოში ევროპარლამენტართა 7-კაციანი დელეგაცია იმყოფებოდა.

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები